მხარს ვუჭერთ თავისუფალ, მიუკერძოებელ არჩევნებს, რომელზეც არანაირი გავლენა არ ექნება კრემლს - USAID-ის ელჩი

26.10.23 17:05
მხარს ვუჭერთ თავისუფალ, მიუკერძოებელ არჩევნებს, რომელზეც არანაირი გავლენა არ ექნება კრემლს - USAID-ის ელჩი

ქვეყანაში რუსული გავლენების საფრთხე არსებობს - ამ განცხადებას „პირველებთან“ საუბარში USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორი, ელჩი ერინ ელიზაბეთ მაკკი აკეთებს. 

„ქართული ოცნება“ უკვე მთელი დღეა, ჩვენი პარტნიორებისგან კრიტიკულ გზავნილებს იღებს. გამონაკლისი არც ერინ ელიზაბეტ მაკკი ყოფილა, რომელმაც დააანონსა, რომ 2024-ის გადამწყვეტ არჩევნებს ამერიკა გამადიდებელი შუშით დააკვირდება.

ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ, მიუკერძოებელ არჩევნებს, რომელზეც არანაირი გავლენა არ ექნება კრემლს. შესაბამისად, ამ მიზნით ვთანამშრომლობთ ცესკოსთან და არასამთავრობოებთან, რომ ეს არჩევნები, ადამიანების ხმები დავიცვათ და ჩარევის საშუალება არავის მივცეთ. ეს საქართველოს სურვილზე დამყარებული მოვლენაა და დიდი მნიშვნელობა აქვს, რა შედეგები დადგება არჩევნების შემდეგ, ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიის დაცვას საქართველოში,“ - განაცხადა ერინ ელიზაბეთ მაკკმა.