თოთლაძეს და მილიონერების ოჯახის წევრებს რომ დასდევენ NGO-ები, სასაცილო ხდება - რას ამბობენ "ოცნებაში" შესაძლო კორუფციაზე

26.10.23 17:24
თოთლაძეს და მილიონერების ოჯახის წევრებს რომ დასდევენ NGO-ები, სასაცილო ხდება - რას ამბობენ "ოცნებაში" შესაძლო კორუფციაზე

როგორ ხსნის „ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეებისთვის ნაჩუქარი მილიონების ამბავს - ხელისუფლება არ  გამორიცხავს, რომ მაღალჩინოსნებიდან ვინმე კორუფციაში მართლაც იყოს ჩართული. 

ამის მიუხედავად, მმართველი პარტიის ლიდერები ძირითადად მაინც თავის მართლების რეჟიმში არიან. „ოცნებაში“ დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავენ იმაში, თუ მილიონერი ოჯახის წევრი მათ მემკვიდრეებს დიდ ფულს ჩუქნიან, ეს არც პრობლემაა და არც დანაშაული. 

წესით ხელისუფლებას უნდა აკვირვებდეს ფაქტი, თუ  როგორ ჩუქნის  ცოლის მამიდა პოლიციის მაღალჩინოსანს თვეში ორჯერ ასობით დოლარს.

ვიღაც შეიძლება კორუფციაშიც იყოს გარეული, ეგ გამორიცხული ჩვენთან კი არა, არცერთ ქვეყანაში არ არის. ხათუნა თოთლაძეს და ასეთ ხალხს, მილიონერების ოჯახის წევრებს რომ დასდევენ ენჯეო სექტორის წარმომადგენლები მილიონობით ქონების მქონე ოჯახის წევრმა მეორე წევრს რაღაც, სასაცილო ხდება,“ - განაცხადა მდინარაძემ.

დეტალებში უნდა ჩავუღრმავდეთ, მე არ ვიცი, ვისზეა საუბარი, ვისი ოჯახის წევრებზე, რა თანხებზე. როცა გამოაქვეყნებენ დეტალურ ინფორმაციას, იქ შეიძლება უფრო სიღრმისეულად ვიმსჯელოთ.
პრემიერმა თვითონ განმარტა, რა იყო შემოსავლის წყარო, რა იყო ამ საჩუქრის მიზეზი, შესაბამისად, პრემიერს აქვს კონკრეტული განმარტება გაკეთებული,“ - ამბობს კობახიძე.

აღმასრულებელი ხელისუფლების 394-მა თანამდებობის პირმა და მათმა ოჯახის წევრებმა 2020-2022 წლებში 27,8 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს - კვლევას ამის შესახებ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) აქვეყნებს. კვლევის თანახმად ირკვევა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველაზე მეტი საჩუქარი ძალოვან უწყებებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებმა მიიღეს.