ვის დაუჭერს მხარს "ოცნება" ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე? - რას ამბობს სარჯველაძე

26.10.23 17:33
ვის დაუჭერს მხარს "ოცნება" ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე? - რას ამბობს სარჯველაძე

ვის დაუჭერს მხარს "ქართული ოცნება" ვიცე სპიკერის თანამდებობაზე?  - ამ საკითხზე მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ კონკრეტულ კანდიდატებზე საუბრის დაწყება ჯერჯერობით რელევანტური არ არის.

კონკრეტულ კანდიდატებზე საუბრის დაწყება, არ მგონია, რომ რელევანტური იყოს. ამაზე არც არავის უფიქრია და არც არავის აქვს გეგმა. ყველგან არის გათვალისწინებული, გაუმჯობესებული შესაძლებლობა რეგლამენტისთვის, რომ უფრო ეფექტიანი გახდეს საპარლამენტო მუშაობა. ეს არის მთავარი მიზანი.

ყველა ოპოზიციურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, რომ კარგად ითანამშრომლოს, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ". - ამბობს სარჯველაძე.

საქართველოს პარლამენტში რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. საკანონმდებლო ორგანოში ვიცე სპიკერების რაოდენობა იზრდება, თუმცა, "ოცნება" უარს ამბობს, რომ ამ თანამდებობაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დაამტკიცონ, რომელსაც ეს ადგილი რეგლამენტით ეკუთვნით.