"ოცნებას" უმრავლესობის გაძლიერება და ოპოზიციაში დაპირისპირება სურს - კორძაია ვიცე-სპიკერების რაოდენობის ზრდაზე
თამარ კორძაიასთვის ვიცე-სპიკერების რაოდენობის ზრდა სრულიად აუხსნელია. პარლამენტის დეპუტატი ამბობს, რომ ამით "ოცნებას" უმრავლესობის გაძლიერება და ოპოზიციაში დაპირისპირება სურს.
ჩემთვის სრულიად აუხსნელია, ახლა ვიცე-სპიკერების რაოდენობის ზრდა. ამიტომ, მე მეჩვენება, რომ "ოცნებას" ერთის მხრივ სურს, უმრავლესობა გააძლიეროს და მისი სატელიტი პარტიისთვის შექმნას კიდევ ერთი დამატებითი თანამდებობა, ხოლო ოპოზიციაში სცადოს დაპირისპირების გაღრმავება, თუმცა დარწმუნებული ვარ ეს არ გამოუვა, რადგან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ოპოზიციას ჰყავს წარდგენილი კანდიდატი და "ქართული ოცნება", მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ოპოზიციის ადგილი, დისკრიმინაციულად, არ ატარებს კენჭისყრას და არ ირჩევს ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატს". - ამბობს კორძაია.
საქართველოს პარლამენტში რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. საკანონმდებლო ორგანოში ვიცე სპიკერების რაოდენობა იზრდება, თუმცა, "ოცნება" უარს ამბობს, რომ ამ თანამდებობაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დაამტკიცონ, რომელსაც ეს ადგილი რეგლამენტით ეკუთვნით.
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. საკანონმდებლო ორგანოში ვიცე სპიკერების რაოდენობა იზრდება, თუმცა, "ოცნება" უარს ამბობს, რომ ამ თანამდებობაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დაამტკიცონ, რომელსაც ეს ადგილი რეგლამენტით ეკუთვნით.