ევროკავშირის სტატუსი მინდა, მაგრამ არ მეკუთვნის, ქაღალდზე დაწერილი სტატუსი რუსისგან როგორ დამიცავს? - მურმან დუმბაძე

26.10.23 18:54
ევროკავშირის სტატუსი მინდა, მაგრამ არ მეკუთვნის, ქაღალდზე დაწერილი სტატუსი რუსისგან როგორ დამიცავს? - მურმან დუმბაძე

"გვინდა თუ არა სტატუსი - სტატუსი ბუნებრივია გვინდა, მაგრამ მე მინდა მისი შინაარსი და არა სათაური. სტატუსი გვინდა, მაგრამ აქ არის მეორე მხარე - გვეკუთვნის თუ არა - არ გვეკუთვნის," - ეს განცხადება მურმან დუმბაძემ "დღის ამბებში" გააკეთა.

მურმან დუმბაძე ამბობს, რომ ევროკავშირს საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ 2 გადაწყვეტილების მიღება შეუძლია - ან აძლევს ქვეყანას სტატუსს, ან არა. დუმბაძის შეფასებით, საქართველოს ახლა სტატუსი არ ეკუთვნის.

მურმან დუმბაძე ამბობს, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს სტატუსს მიანიჭებს, მაშინ ხელისუფლება ჩათლის, რომ სწორი გზით მიდის და სახელმწიფო ინსტიტუტები კვლავ ამ მდგომარეობაში იქნება.

დუმბაძე ამბობს, რომ საქართველო ევროსაბჭოდანაც უნდა გარიცხონ. 

თუ არ მისცემს ევროკავშირი სტატუსს ქვეყანას, მაშინ საქართველოს მთავრობა ამ შემთხვევაში სრულ პასუხისმგებლობას ოპოზიციას დააკისრებს.

პირველი ვარიანტი - სტატუსს გვაძლევენ, მეორე ვარიანტი - სტატუსს არ გვაძლევენ, არავითარი მესამე ვარიანტი არ არსებობს. ამბობენ, რომ მოგვცემენ დათქმით, თუ დათქმით მოგვცემენ, ეს ნიშნავს, რომ არის პირველი ვარიანტი, ანუ მოგვცემენ. მეოთხე ვარიანტს ამბობენ, რომ გადაავადებენ - ეს ნიშნავს, რომ არ მოგვცემენ. ანუ საბოლოოდ გამოგვდის 2 ვარიანტი, ან მოგვცემენ, არ არ მოგვცემენ სტატუსს.

მე ვამბობ, გვინდა თუ არა სტატუსი - სტატუსი ბუნებრივია გვინდა, მაგრამ მე მინდა მისი შინაარსი და არა სათაური. სტატუსი გვინდა, მაგრამ აქ არის მეორე მხარე - გვეკუთვნის თუ არა - არ გვეკუთვნის. საქართველო არის ავტორიტარული ქვეყანა.

კანდიდატის ქაღალდზე დაწერილი სტატუსი რუსისგან როგორ დამიცავს? გინდათ, რომ რუსეთის მიღმა დავრჩეთ და მის კლანჭებზე არ ვიყოთ? შემოიყვანოს ნატო-მ ჯარები და მე გაძლევთ გარანტიას, რომ რუსის კლანჭებისგან ვიქნებით დაცულები. ევროკავშირის სტატუსი მინდა, მაგრამ არ მეკუთვნის, ევროკავშირის სტატუსობა რუსის კლანჭებისგან არ დაგიხსნის. თუ შინაარსი არ იქნება, სტატუსი არის სათაური,“ - ამბობს მურმან დუმბაძე.