ვის უნდა საქართველო რუსეთის რუხ ზონად აქციოს? - მძიმე გზავნილი აშშ-ს სენატიდან
მძიმე გზავნილი შეერთებული შტატების სენატიდან. ამერიკული სანქციების ოფისის ხელმძღვანელს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა მის მიერ გაკეთებული ხმამაღალი განცხადების უკან ქართველი ოლიგარქის ამოკითხვა მარტივი იყო. ჯეიმს ო ბრაიენმა ღიად თქვა, რომ არსებობენ პოლიტიკური გავლენის მქონე ჯგუფები, ვინც რუსეთსა და დასავლეთს შორის საქართველოს რუხ ზონად მოიაზრებენ. ახლა არის გარდამტეხი წერილი, ამიტომ ჩვენ დავაწესეთ სანქციები - ამბობს გავლენიანი მაღალჩინოსანი.
რატომ დადგა დღის წესრიგში ქართველი მოსამართლეების და ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების აუცილებლობა. ამის თაობაზე ო ბრაინმა ინფორმაცია ამერიკელ სენატორებს მიაწოდა. საგარეო კომიტეტის სხდომაზე დისკუსიის თემა 2024 წლის არჩევნებიც იყო. რუსული გავლენების შესაკავებლად ვაშინგტონი საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას განიხილავს.