ვნახავთ თუ არა ზურაბიშვილს არჩევნებზე პარტიულ სიაში - პრეზიდენტის პოლიტიკური გეგმების ახალი თეორია "ოცნებისგან"

26.10.23 20:28
ვნახავთ თუ არა ზურაბიშვილს არჩევნებზე პარტიულ სიაში - პრეზიდენტის პოლიტიკური გეგმების ახალი თეორია "ოცნებისგან"

 

ვნახავთ თუ არა სალომე ზურაბიშვილს 2024 წლის არჩევნებზე პარტიულ სიაში. პრეზიდენტის პოლიტიკური გეგმების ახალი თეორია ქართული ოცნებისგან. ის რაც არ უთქვამს სალომე ზურაბიშვილს, დანამდვილებით იცის ირაკლი კობახიძემ. პრემიერის მიერ დაწყებული წინასწარმეტყველების კამპანია, პარტიის თავმჯდომარემ კიდევ უფრო განავრცო. კობახიძე ირწმუნება, რომ მომავალ არჩევნებზე პრეზიდენტი პოლიტიკური ლიდერის ფუნქციას აიღებს, თუმცა მისი ლიდერობა რეიტინგებში 3 პროცენტს არ ასცდება. 

რას უკავშირდება "ოცნების" ახალი შავი პიარი პრეზიდენტის წინააღმდეგ. ათონელის რეზიდენციაში გააქტიურებულ პოლიტიკურ პროცესებს ხელისუფლება ზურაბიშვილის დისკრედიტაციის მცდელობით პასუხობს. კონსტიტუციონალისტმა ირაკლი კობახიძემ ყველაზე კარგად იცის, რომ პრეზიდენტი ვერც ერთი პარტიის წევრი ვერ გახდება. აანონსებს თუ არა "ოცნება" ზურაბიშვილის გადადგომას. საკუთარ გეგმებზე პრეზიდენტი ხვალ ისაუბრებს, თუმცა გასცემს თუ არა პასუხს ხელისუფლების ახალ ბრალდებებს ჯერ უცნობია.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.