ევროკავშირის ვერდიქტის მოლოდინში - "ოცნება" დარწმუნებულია, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს

26.10.23 20:34
ევროკავშირის ვერდიქტის მოლოდინში - "ოცნება" დარწმუნებულია, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს

 

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს მოუწოდებს სამართლიანი და შორსმჭვრეტელი გადაწყვეტილება მიიღოს. "ქართული ოცნება" უკვე თითქმის დარწმუნებულია, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის გარეშე არ დარჩება. პრემიერის ოპტიმისტური პროგნოზები მთავრობამ და უმრავლესობამაც აიტაცა. თან იმდენად, რომ სტატუსთან დაკავშირებით ხუმრობის ხასიათზეც იყვნენ. ამტკიცებენ, რომ ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით შესრულებულია და ევროკავშირის ვერდიქტიც შესაბამისი უნდა იყოს. 

მიზნის მისაღწევად საქართველოს გრძელი გზა აქვს გასავლელი - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი არ უარყოფს, რომ ვაშინგტონში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს საკითხიც იქნა განხილული. კონკრეტულად რა იყო მსჯელობის საგანი არ კონკრეტდება. ჯეიმს ო ბრაიანი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ბრიუსელში უნდა მიიღონ, თუმცა შეერთებული შტატები აკეთებს ყველაფერს ქვეყნის დასახმარებლად.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.