გზავნილი აფხაზებისთვის, საქართველოს მთავრობისთვის და ევროპისთვის - რას ხედავს ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის გახსნით თენგიზ პაჭკორია

26.10.23 21:24
გზავნილი აფხაზებისთვის, საქართველოს მთავრობისთვის და ევროპისთვის - რას ხედავს ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის გახსნით თენგიზ პაჭკორია

რა მიზანი აქვს ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნას - ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია რუსეთის რამდენიმე მიზანზე საუბრობს.

როგორც პაჭკორია ამბობს, ერთი გზავნილი რუსებმა თავად აფხაზებს გაუგზავნეს, მეორე, საქართველოს ხელისუფლებას, რომ რუსული ბაზები აფხაზეთში იქნება, მესამე გზავნილი ადრესატი კი ევროპა იყო.

ეს იყო გათვლილი იმისთვის, რომ დაამშვიდონ აფხაზური საზოგადოება, აფხაზეთში მოსახლეობა ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, მოსახლეობა განიცდიდა, რომ შეიძლება რუსეთმა ერთ დღეს გეოპოლიტიკური გარიგება და საქართველოს დაუბრუნოს აფხაზეთის ავტონომია და ცხინვალის რეგიონი და ერთ0-ერთი მიზანი ეს იყო, რომ დაემშვიდებინა იქაური მოსახლეობა.
მეორე მიზანი ეს არის სიგნალი საქართველოსთვის, თუ ჩვენ როდესღაც დავიწყებთ მომავალში საუბარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, გვინდა, რომ რუსეთის ბაზა იყოს საქართველოში. ამაზე იყო საუბარი შევარდნაძესთან, სააკაშვილთან, როცა იყო პრეზიდენტი მოლაპარაკებები მიდიოდა.
დღეისთვის სიტუაცია ისეთია, რომ ეს არის გაზვიადებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიყოთ ყურადღებით. ტექნიკურად იქ ვერ განათავსებენ სერიოზულ გემებს, ამისთვის არის ნოვოროსიისკის პორტი , ყველა ინფრასტრუქტურა იქ არის,“ - ამბობს თენგიზ პაჭკორია.