რუსეთი "ოცნებას" არჩევნებში ეხმარება, "ბაბაიას" იდეოლოგია არის ამ მთავრობის საარჩევნო კოზირი - პატარაია
„რუსეთი იძულებული იქნება ყირიმიდან წამოიყვანოს ფლოტი, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ომი წაგებული აქვს, ოჩამჩირეში ვერ შემოიყვანს და სადაც არ უნდა წაიყვანოს ეს ფლოტი, მაინც მიწვდებიან მას გზაში,“ - ეს განცხადება აფხაზთა კრების ლიდერმა, მალხაზ პატარაიამ „რეაქციაში“ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის გააქტიურებასთან დაკავშირებით.
მალხაზ პატარაია თვლის, რომ რუსეთს ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის გახსნით რამდენიმე მიზანი აქვს, მათ შორის ის ხელს უწყობს არჩევნებში „ოცნების“ დომინანტ პოზიციაში ჩაყენებას.
რაში სჭირდება ეს განცხადება რუსეთს ბჟანიას სახით - რა თქმა უნდა, ეს განცხადება არის რამდენიმე მიმართულებით გაკეთებული, ერთი არის დასავლეთისკენ, რომ ის ძველებურად მყარად არის, რუსეთის ამოცანაა, რომ დააფიქსიროს ის მდგომარეობა, რაც ფრონტზე მიღწეული აქვს და დაიწყოს მოლაპარაკებები. საქართველოშიც, პარალელურად, გაკეთდა ოკუპირებული სოხუმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რომ მზად არიან განაახლონ გალის ფორმატი ერთმანეთთან საუბრის - ზუსტად იმავეს აჟღერებს აქ, რაც უნდა უკრაინაში. თუ საქართველოში ეს ფორმატი განახლდა, ეს მთელი მსოფლიოსთვის კარგი სათქმელი იქნება, რომ აი, განვაახლეთ სამშვიდობო პროცესი და ამასვე ვაპირებთ უკრაინასთან მიმართებაში.
ეს საგარეო, თავის რუსეთშიც - მაგრად რომ დგას და მაჩო რომ არის, რომ ოჩამჩირის პორტსაც ითვისებს.
რაც მთავარია საქართველოსთვის რა ხდება - ერთი, ის, რომ ვერ მოახრჩვეს ანაკლიის პორტი, გააჩერა, მაგრამ მოხრჩობა ვერ შეძლო. ასეთი განცხადება დააფრთხობს ინვესტორებს. ეს კეთდება იმისთვის, რომ დაეხმაროს „ქართულ ოცნებას“ გაიმარჯვოს მომავალ არჩევნებში. ზემოქმედება ხდება ჩვენს ცნობიერებაზე და შიშის ფაქტორი არის ყველაზე ნოყიერი ნიადაგი "ბაბაიას" აზროვნებისთვის და "ბაბაიას" აზროვნება და იდეოლოგია არის ამ ხელისუფლების საარჩევნო კოზირი,“ - ამბობს პატარაია.