პირდაპირი დიალოგი აქვთ? უხსნიან აფხაზებს, რომ გენოციდი მოხდება? - გალდავა

26.10.23 22:01
პირდაპირი დიალოგი აქვთ? უხსნიან აფხაზებს, რომ გენოციდი მოხდება? - გალდავა

რუსეთის მხრიდან ოჩამჩირეში სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებას „ლელოს“ წევრი ლანა გალდავა აკრიტიკებს და ხელისუფლებას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.

ლანა გალდავა მთავრობას არასაკმარისი რეაგირების გამო აკრიტიკებს. როგორც „ლელოს“ წევრი ამბობს, ხელისუფლებამ აფხაზებს რუსეთის განზრახვის მავნებლობაზე ინფორმაცია არ მიაწოდა. 

პირდაპირი დიალოგი აქვთ? ამ პერიოდში უხსნიან აფხაზებს, რა საფრთხის მატარებელია მათთან ბაზის განთავსება. ის, რომ ლეგიტიმური სამიზნეა, ის, რომ მათი მიმართულებით შეიძლება რაკეტა გაისროლონ. ის, რომ აფხაზი ხალხის გენოციდი მოხდება, ეს საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აუხსნას. იმიტომ, რომ ისინიც ამ შემთხვევაში მარიონეტული რეჟიმის მსხვერპლი გამოდის. ჩვენთვის ეს ტერიტორია ძვირფასია აფხაზ და ოს ხალხთან ერთად.

ხელისუფლებამ აშშ-სა და უკრაინასთან დიალოგის წარმოების გარდა, დიალოგი უნდა აწარმოოს თურქეთთან. ამ მიმართლებითაც რა ხდება, როგორი საუბრები მიმდინარეობს არ ვიცით,,“ - ამბობს გალდავა.