ისრაელი „ჰამასის“ წევრების მოსკოვში მიწვევას „უხამს ნაბიჯად“ თვლის და მოსკოვს მათი გაძევებისკენ მოუწოდებს
"ისრაელი „ჰამასის“ მაღალჩინოსნების მოსკოვში მიწვევას „უხამს ნაბიჯად“ თვლის, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს და „ჰამასის“ ტერორისტების სისასტიკეებს აძლევს ლეგიტიმაციას", - ამის შესახებ განცხადება ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლიორ ჰაიატმა გააკეთა.
ისრაელის საგარეო უწყების სპიკერმა აღნიშნა, რომ ისრაელი მოსკოვს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააძევოს „ჰამასის“ ლიდერები.
"ჰამასი" “ისლამურ სახელმწიფოზე” უარესი ტერორისტული ორგანიზაციაა. "ჰამასის" მაღალჩინოსნების ხელები 1 400-ზე მეტი ისრაელელის სისხლით არის შეღებილი, რომლებიც დახოცეს, მოკლეს, დახვრიტეს და დაწვეს, და ისინი პასუხისმგებელნი არიან 220-ზე მეტი ისრაელელის გატაცებისთვის, მათ შორის ჩვილების, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების”, - განაცხადა ჰაიატმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ „ჰამასის“ დელეგაცია მოსკოვში ვიზიტად იმყოფება.