ტურისტი ქალის გაუპატიურების მცდელობა თბილისში - დაკავებულია ერთი პირი

26.10.23 22:50
ტურისტი ქალის გაუპატიურების მცდელობა თბილისში - დაკავებულია ერთი პირი

თბილისში ტურისტი ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის კაცი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

შსს-ს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 19-137-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძარცვასა და გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

შემთხვევა ორი დღის წინ, 24 ოქტომბერს მოხდა. როგორც გამოცემა “ფეიფერ ქართული” წერს, ქალს თბილისში, მთაწმინდაზე შუადღის პირველი საათისთვის უცნობი მამაკაცი დაესხა თავს და ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც ქალმა მისი მოგერიება შეძლო და პოლიციას მიმართა.