შესასრულებელ 12 პუნქტს, მეცამეტე მთავარი ევროპული ღირებულება, ცხოვრების მაღალი მატერიალური დონე აკლია - ჭიჭინაძე

27.10.23 10:46
შესასრულებელ 12 პუნქტს, მეცამეტე მთავარი ევროპული ღირებულება, ცხოვრების მაღალი მატერიალური დონე აკლია - ჭიჭინაძე

"ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ევროკომისიის შესასრულებელ 12 პუნქტს, მეცამეტე, მთავარი ევროპული ღირებულება, ცხოვრების მაღალი მატერიალური დონე აკლია.

ჭიჭინაძის თქმით, სტატუსიც პირველ რიგში ცხოვრების ევროპულ სტანდარტს უნდა ემსახურებოდეს.

ძალიან ცუდი წარმოდგენა უნდა გქონდეს ევროსაბჭოზე, ევროკავშირზე, კომისრებზე, რომ იფიქრო, ასე ვიღაცის ამბის მიტანით ან დაპირებით იღებენ გადაწყვეტილებებს სტატუსის მინიჭების შესახებ.

მათ იციან ქართველი ხალხის მისწრაფებები,  ინტერესები,
ხედავენ ხალხის განწყობას და გადაწყვეტილებასაც სწორედ ქართველი ხალხისგან გამომდინარე მიიღებენ და
ამას ვერც ოპოზიცია შეაჩერებს და ვერც ხელისუფლება.
მითუმეტეს, რომ ყოველთვის და ყველგან ამბობენ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი.

და ეს ჩვენი კონსტიტუციითაც არის გამყარებული.

მაგრამ  იმ შესასრულებელ 12 პუნქტს, ერთი აკლია მეცამეტე -
მთავარი ევროპული ღირებულება - ცხოვრების მაღალი მატერიალური დონე.
ანუ, ცხოვრების მატერიალური დონე თუ არ აიწევს, სხვას ყველაფერს აზრი ეკარგება.
სტატუსიც პირველ რიგში ცხოვრების ევროპულ სტანდარტს  უნდა ემსახურებოდეს". - აცხადებს ჭჭინაძე.