ტურისტი ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის ტაქსის მძღოლია დაკავებული - "პირველებმა" მისი ვინაობა გაარკვია

27.10.23 11:20
ტურისტი ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის ტაქსის მძღოლია დაკავებული - "პირველებმა" მისი ვინაობა გაარკვია

ტურისტი ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის ტაქსის მძღოლია დაკავებული. "პირველებმა" მისი ვინაობა გაარკვია. ბრალდებული 40 წლამდე გასან გასანოვია.  მამაკაცს ფიზიკურ ძალადობას და ძარცვას ედავებიან. მსხვერპლი რუსეთის მოქალაქე ქალია. არსებული ცნობებით, 40 წლამდე მამაკაცმა ტურისტზე სექსუალური ძალადობა მთაწმინდაზე სცადა, ქალს მობილური ტელეფონი წაართვა და ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით 40 წლამდე კაცმა რამდენიმე კვირის წინ,  კანადის მოქალაქეზეც სცადა ძალადობა და ბრალიც სწორედ ამ საქმეზე აქვს წაყენებული. 

პოლიციის განყოფილებაში შეტყობინება გაუპატიურების მცდელობაზე 2 დღის წინ შევიდა. გასან გასანოვის ადვოკატის თქმით, დაკავებული ახლა გლდანის ციხეშია და ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

დუმილის უფლებას იყენებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს მომდევნო ეტაპებზე. საღამოთი შეეფარდა მას აღმკვეთი ღონისძიება, ჯერჯერობით არ უშუამდგომლია ბრალდების მხარეს. ახლა ფაქტობრივ გარემოებებზე ვერ გესაუბრებით".- ამბობს ადვოკატი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 19-137-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძარცვასა და გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

შემთხვევა ორი დღის წინ, 24 ოქტომბერს მოხდა. როგორც გამოცემა “ფეიფერ ქართული” წერს, ქალს თბილისში, მთაწმინდაზე შუადღის პირველი საათისთვის უცნობი მამაკაცი დაესხა თავს და ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც ქალმა მისი მოგერიება შეძლო და პოლიციას მიმართა.