დადებითი დინამიკაა, დამოუკიდებლად გადაადგილდება - ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

27.10.23 11:17
დადებითი დინამიკაა, დამოუკიდებლად გადაადგილდება - ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ამის შესახებ "პირველებთან" "ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი საუბრობს. ზურაბ ჩხაიძეს თქმით, პატიმარი პრეზიდენტი თავს უკეთ გრძნობს, დამოუკიდებლადაც გადაადგილდება, თუმცა მისი კლინიკიდან გაწერის რეკომენდაციას ჯერ ისევ ვერ გასცემენ. მედიკოსი ამბობს, რომ პატიმარი პრეზიდენტი დაკვირვებას საჭიროებს. 

გაუმჯობესებულია ასევე, ლაბორატორიული კვლევის შედეგები. დადებითი დინამიკა არის ნევროლოგიური სტატუსის მხრივაც. ცდილობს მაინც, უფრო აქტიურად იყოს, მოძრაობს ერთ სივრცეში, გადაადგილდება დამხმარე საშუალების გამოყენების გარეშე. წონაში, რა თქმა უნდა, არის მატება და 70-ზე მეტიც. ნაწილში ჩვენ მათ დასკვნას სრულად ვეთანხმებით, რაღაც ნაწილში. კომპონენტებში შეიძლება ვერ დავეთანხმოთ. ნევროლოგიურიც, მენტალურიც, კოგნიტური მახასიათებლები აბსოლუტურად შენარჩუნებულია, - ამბობს ზურაბ ჩხაიძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის პროცესი გაიმართება. მესამე პრეზიდენტი პროცესზე დისტანციურად ჩართვას ითხოვს.