2024 წლის არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური, როცა მიხეილ სააკაშვილი ციხეშია - ცისკარიშვილი

27.10.23 11:39
2024 წლის არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური, როცა მიხეილ სააკაშვილი ციხეშია - ცისკარიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია კამპანიის  ფარგლებში  სენატორ ჰენდრიკს შეხვდნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური, თუ მიხეილ სააკაშვილი იქნება ციხეში და ამას იზიარებს აშშ-ც.

„სენატში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და დისკუსია ჩვენს კოლეგებთან, თუ ვსაუბრობთ საქართველოს მომავალზე, გეოპოლიტიკაზე, შიდა პოლიტიკურ დინამიკაზე, ჩვენი საუბრების ერთ-ერთი მთავარი ასპექტია მიშა სააკაშვილის პატიმრობა, რადგან დაუშვებელი და წარმოუდგენელია ლეგიტიმური იყო მომავალი არჩევნები იმ ფონზე, როდესაც მთავარი ოპოზიციონერი არის ციხეში და ამაში ჩვენი კოლეგები შეერთებული შტატებიდან სენატორები, კონგრესმენები, მათი ოფისის წარმომადგენლები, ყველა გვეთანხმება და ყველა იზიარებს ამ მიდგომას.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.