რეგულაციები და ნაბიჯები, რომლებიც მედიის თავისუფლებას ზღუდავს - "Gnomon Wise"-ის კვლევა

27.10.23 12:23
რეგულაციები და ნაბიჯები, რომლებიც მედიის თავისუფლებას ზღუდავს - "Gnomon Wise"-ის კვლევა

ფინანსური რეგულაციები და ნაბიჯები, რომლებიც მედიის თავისუფლებას ზღუდავს. კვლევითი ინსტიტუტი "გნომონ ვაისი" ვრცელ კვლევას აქვეყნებს. ნაშრომში მოხვდა კანონი რეკლამის შესახებ, ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვები პარლამენტში და უხამსობის შესახებ ამოქმედებული ახალი კანონი. კანონები, რომლებიც მედიას ზღუდავს და ჯარიმები, რომლებიც ნორმას 10 ჯერ აღემატება. 

ჟურნალისტების ცენზურა კვლევის ავტორების შეფასებით, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, აღარ ისმოდეს ხელისუფლებისთვის არასასურველი ხმა. 

კვლევითი ინსტიტუტის "გნომონ ვაისი"-ის წარმომადგენლის თქმით, ხშირად შემოღებულია ისეთი სახის რეკომენდაციები და ინიციატივები, რომლებიც მედიას ფინანსურად აზარალებს და უქმნის პრობლემებს შინაარსში ჩარევის თვალსაზრისით.

ხშირად ისე ხდება, რომ მხოლოდ და მხოლოდ ის რეკომენდაციებია გაზიარებული და გათვალისწინებული, ან შემოღებულია სრულიად ახალი ინიციატივები, რომელიც სწორედ აზარალებს მედიას ფინანსურად და უქმნის პრობლემებს შინაარსში ჩარევის თვალსაზრისით. ასე რომ, ტენდენცია აჩვენებს და გვაძლევს ამის თქმის საფუძველს, რომ ეს რეგულაციები არ არის მიმართული მედიის თავისუფლებისკენ და ხშირად აზარალებს მას ძალიან სერიოზულად. მეორე მხრივ, არის სანქციების ძალიან მაღალი გამოყენების შესაძლებლობა და პრაქტიკა, რაც წარსულში არაერთხელ გვინახავს, კრიტიკული მედიასაშუალებების დაჯარიმება", - ამბობს კვლევითი ინსტიტუტის "გნომონ ვაისი"-ის წარმომადგენელი.