ე.წ. ტრენინგების საქმე - საქალაქო სასამართლოში გამოკითხვების სერია დაიწყო

27.10.23 13:42
ე.წ. ტრენინგების საქმე - საქალაქო სასამართლოში გამოკითხვების სერია დაიწყო

ე.წ. ტრენინგების საქმე - დილიდან საქალაქო სასამართლოში  გამოკითხვების სერია დაწყებული. ამ წუთებში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გვანცა ჯობავა იკითხება. გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტისგან სუს-ს აინტერესებს, რა ინფორმაცია მიიღო ამერიკული პროგრამით თბილისში ჩამოსული ტრენერებისგან.

გვანცა ჯობავას თქმით, სუს-ი ცდილობს არჩევნების წინ ყურადღება გადაიტანოს სხვა თემაზე და ხალხს დაავიწყოს ის მნიშვნელოვანი და მთავარი პრობლემები, რაც დღეს არის აქტუალური.

სუს-ს ან სასამართლოს, რომელსაც აქვს იქიდან გამომდინარე, რომ კამერები იყო დამონტაჟებული და სრულად იწერდნენ ამ ტრენინგებს, სრული ინფორმაცია და ძალიან კარგად იციან, რომ იქ მსგავსიც კი არაფერი განხილულა და ხსენებაც კი არ ყოფილა "სახელმწიფო გადატრიალების" შესახებ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ თეატრალური პერფორმანსის მონაწილეები, რომელიც სხვა მიზნებისთვის, ალბათ არჩევნების წინ არის საჭირო, რომ ყურადღება გადავიდეს იქითკენ, რომ თითქოს ქვეყანაში სხვა მზადდება და ყურადღება გადავიდეს მნიშვნელოვანი და მთავარი პრობლემებისგან, რაც დღეს არის აქტუალური", - ამბობს "წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ბორდის თავმჯდომარის მოადგილე" გვანცა ჯობავა.

ხელოვანების თქმით, სუსი საბჭოთა ხელისუფლების პრაქტიკას იმეორებს. ხელოვანი ამბობს, რომ საბჭოთა ხელისუფლება 30-იან წლებში ხელოვანებს ხალხის მტრად რაცხავდა, სამშობლოს მოღალატედ აცხადებდნენ და მოგვიანებით ხვრეტდნენ.

დღეს არის დაბარებული დაკითხვაზე, ჩვენი მეგობარი საპროტესტო მოძრაობის წევრი თიკა ლაღიძე. საბჭოთა ხელისუფლებაც 30-იან წლებში ზუსტად ამას ცდილობდა ხელოვანებს აშავებდა, შემდეგ შერაცხავდა ხალხის მტრად, სამშობლოს მოღალატედ და ხვრეტდნენ ხოლმე. სამწუხაროდ ასე ხდებოდა, ახლაც ამას გვიპირებენ, მაგრამ მოვახერხეთ და თვეებია უკვე ვართ საპროტესტო მოძრაობაში", - ამბობს ერთ-ერთი ხელოვანი.

შეგახსენებთ, კინოპროდიუსერები, მსახიობები, მწერლები, ფოტოგრაფები, ლექტორები და ჟურნალისტები - ყველა სახელმწიფო გადატრიალების მომზადების მცდელობაშია ეჭვმიტანილი. საგამოძიებო უწყებაში იბარებენ ყველას, ვინც "USAID"-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს ესწრებოდა. შეხვედრაზე, რომელიც ლილუაშვილის უწყებამ რევოლუციის მოწყობის მცდელობად შერაცხა, გამოძიება ახლაც გრძელდება. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებიან, რომ 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოსული სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან. 

მსგავსი სიახლეები