"მიხეილ სააკაშვილს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ექნება" - სოფო ჯაფარიძე

27.10.23 13:27
"მიხეილ სააკაშვილს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ექნება" - სოფო ჯაფარიძე

მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესზეც მნიშვნელოვან გზავნილებს გააჟღერებს. ენმ-ს წევრის თქმით, ხელისუფლებას დღეს ყველაზე მეტად სწორედ მიხეილ სააკაშვილის ეშინია, რადგან ის ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლას ოთხკედელში გამომწყვდეულიც კი ახერხებს. 

წინა პროცესზე ვიხილეთ თუ როგორ უშლიდა ხელისუფლება ხელს მიზანმიმართულად, რომ ვერ გაგვეგო მიხეილ სააკაშვილის ხმა, იმიტომ, რომ მათ დღეს ყველაზე მეტად ეშინიათ ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის, რომელიც ასე, რუსეთის ტყვეობაში, ოთხ კედელში გამომწყვდეულიც კი ახერხებს, რომ წინა ხაზზე იყოს ოლიგარქიულ რეჟიმთან და რუსეთთან ბრძოლის. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ექნება დღესაც, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.  

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში წუთი წუთზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იწყება. საუბარია 7 ნოემბრის საქმის განხილვაზე. მესამე პრეზიდენტმა პროცესზე დისტანციურად ჩართვა მოითხოვა. 

მსგავსი სიახლეები