ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ის სენატში, არის, ფაქტობრივად, გაფრთხილება - სამადაშვილი
"ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ის სენატში, არის, ფაქტობრივად, გაფრთხილება", - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებას.
როგორც სამადაშვილი ამბობს, სანქციების სიის გაფართოება გამორიცხული არ არის და ო'ბრაიენის განცხადება არის ყველას მიმართ გაფრთხილება, რომ დასანქცირდება ყველა, ვინც რუსეთის ინტერესებს გაატარებს და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს.
ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ის სენატში, არის, ფაქტობრივად, გაფრთხილება. ფარცხალაძე დასანქცირებული იქნა სწორედ იმ მიზეზით, რომ ის ცდილობდა, რომ რუსეთის სასიკეთოდ ზეგავლენა მოეხდინა ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებზე, ცხადია, რომ ჩვენ არ შეიძლება გამოვრიცხოთ გაგრძელება სანქციების და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის საჯარო გაფრთხილება ყველასთვის, ვინც შეეცდება, რომ ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესზე რუსეთის ინტერესების გატარების მიზნით,“ - ამბობს სამადაშვილი.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი: სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება