"პოლიტიკურად უზნეო და მავნებელი" - ვოლსკი პრეზიდენტზე
"პოლიტიკურად უზნეო" - ასე მოიხსენიებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტს. სახელისუფლებო გუნდის წევრი სალომე ზურაბიშვილს მავნებლურ ქმედებებში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას ეს არ უნდა ეპატიოს.
მისი პოზიციები, პოლიტიკური პოზიციები მაქვს მხედველობაში და არა პიროვნული, არის არა თუ მხოლოდ დაპირისპირებული გარკვეულ ინტერესებთან, არამედ არის პოლიტიკურად უზნეო, ვინაიდან არც საფუძველი აქვს ახალგაზრდა, ჯარში ახლად შემოსული ახალგაზრდებს ფიცის დადების წინ უთხრას, რომ აქ გარკვეული მოდელირებული ქრონიკა იდგმება ხელისუფლების მიერ, რომელიც ამას რუსეთთან შეთანხმებით აკეთებს, არათუ ამის საფუძველი არ აქვს, არამედ გამიზნულად აკეთებს ამას და ამას ჰქვია „მავნებლობა“ , რომელიც არ უნდა ეპატიოს, - ამბობს ვოლსკი.
ოპოზიციასთან მესამე სექტორთან და დიპლომატებთან საუბრის შემდეგ, პრეზიდენტი სამომავლო გეგმებზე, სავარაუდოდ, დღეს ალაპარაკდება. ასეთი შთაბეჭდილება დარჩათ ხელისუფლების ოპონენტებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. ამის მიუხედავად, დრომდე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ზურაბიშვილის საჯარო განცხადება არ დაუანონსებია.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი: სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება