პუტინმა დსთ-ს ნარჩენების სხდომაზე დამადანაშაულა, რომ მე დავუშალე დსთ და მე ვამაყობ იმით, რომ მართლაც მიმიძღვნის ამაში წვლილი - სააკაშვილი
"დღევანდელი სასამართლო პირდაპირ კავშირშია ის, რომ ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ნარჩენების სხდომაზე დამადანაშაულა, რომ მე დავუშალე დსთ და მე ვამაყობ იმით, რომ მართლაც მიმიძღვნის ამაში წვლილი," - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა.
სააკაშვილი მოსახლეობას მიმართავს და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ავტორი რუსეთის პრეზიდენტი პუტინია.
დღევანდელი სასამართლო პირდაპირ კავშირშია ის, რომ ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ნარჩენების სხდომაზე დამადანაშაულა, რომ მე დავუშალე დსთ და მე ვამაყობ იმით, რომ მართლაც მიმიძღვნის ამაში წვლილი, რომელიც უკავშირდება იმ პერიოდს, რომელსაც თქვენ არჩევთ ამ სისხლის სამართლის ე.წ. საქმის განხილვისას.~
იცით, რომ პუტინი საქართველოს დაუძინებელი მტერი და დამპყრობელია და მისი მხრიდან ჩემი დადანაშაულება, კონკრეტულად მიუთითებს ვისი მითითებითაა საქმე ჩემ წინააღმდეგ აღძრული. იცით, რომ პროკურორი, რომელიც მთავარი პროკურორი იყო, არის სანქცირებული და ყველაფერი გასაგებია," - ამბობს სააკაშვილი.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი: სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება