არ გვჭირდება, ერთმანეთთან დავაქორწინოთ სხვადასხვა პარტია, გვჭირდება მივაღწიოთ სისტემის შეცვლას - სააკაშვილი

27.10.23 13:53
არ გვჭირდება, ერთმანეთთან დავაქორწინოთ სხვადასხვა პარტია, გვჭირდება მივაღწიოთ სისტემის შეცვლას - სააკაშვილი

"ჩვენ არ გვჭირდება ერთ პარტიაში ყოფნა. ჩვენ არ გვჭირდება დავაქორწინოთ ერთმანეთთან სხვადასხვა პარტიები, პოლიტიკური ჯგუფები თუ პიროვნებები, გვჭირდება მივაღწიოთ სისტემის შეცვლას," - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავარი არა პარტიების ყალბი ერთიანობაა, არამედ მთავარია სისტემის შეცვლა. მიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველს მიმართავს და აქტიურობისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, სააკაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეძლონ ამომრჩევლის საარჩევნო კაბინასთან მიყვანა.

ჩვენ არ გვჭირდება ერთ პარტიაში ყოფნა. ჩვენ არ გვჭირდება დავაქორწინოთ ერთმანეთთან სხვადასხვა პარტიები, პოლიტიკური ჯგუფები თუ პიროვნებები,  გვჭირდება მივაღწიოთ სისტემის შეცვლას. მივაღწიოთ უნდა იმას, რომ ევროკავშირმა მოახდინოს ხმების ჩართვაში პირდაპირი მონაწილეობა და მონიტორინგი.
ეს არის პირველი, რაც უნდა იყოს და მეც, როგორც არ უნდა შეეცადონ ჩემს გაჩუმებას, კლინიკაში, ციხეში თუ სასამართლო სხვადასხვა გარჩევების დროს, მთავარია, რომ საქართველოში ვარ და ვაპირებ აქტიურად ვიყო ჩართული საქართველოს გადარჩენაში.
ჩვენ არ შევალახინებთ ჩვენი ქვეყნის ღირსებას არჩევნების მოპარვით და გაყალბებით,“ - ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები