რუსებს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, უნდა მიეცეთ 1 წელი რომ გაყიდონ ბინები - სააკაშვილი

27.10.23 14:00
რუსებს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, უნდა მიეცეთ 1 წელი რომ გაყიდონ ბინები - სააკაშვილი

"ეს არის დიდი უბედურება და დიდი საფრთხე," - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოსვლას.

როგორც სააკაშვილი ამბობს, ქართველების უფლებები ირღვევა, როდესაც რუსები იწყებენ ბიზნესს და ქართველები არ არიან დასაქმებულები. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ერთი წელი დრო იმისთვის, რომ საქართველოში შეძენილი უძრავი ქონება გაყიდონ და ამ დროს ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს, რომ ეს ბინები იყიდონ ემიგრაციაში მყოფმა ქართველებმა შეღავათიან ფასად. 

რუსების უმეტესობის მენტალური გამოსწორება არის შეუძლებელი, ეს ხალხი არის მომეტებული საფრთხის წყარო. მინდა ვუთხრა მათ, რომ თამაშის წესები წინასწარ პატიოსანი უნდა იყოს - პირადი საკუთრება ხელშეუხებლობა უნდა იყოს, მაგრამ რაც შეეხება რუსებს, მათ უნდა მიეცეთ ერთი წელი ვადა, რომ გაყიდონ თავისი ბინები, უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამა და ქართველებს, უცხოეთში მყოფებს, შეღავათიან ფასებში უნდა აყიდინონ ეს ბინები და ქართველების დახმარების პროგრამა უნდა შევქმნათ. რუსებს საქართველოში გრძელვადიანი მომავალი ვერ ექნება.
თან როგორი რუსები არიან, თავის ბიზნესებს, დახურულ წრეს იკეთებენ, რესტორნების, სასტუმრო ბიზნესი აქვთ - პრაქტიკულად, ქართველები გარიყულები არიან,“ - ამბობს სააკაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები