ქართველ ხალხს დააკარგვინეს სუბიექტურობა საგარეო პოლიტიკაში, შევყურებთ სამადლოდ უკრაინელებს, როდის მოიგებენ ომს - სააკაშვილი

27.10.23 14:07
ქართველ ხალხს დააკარგვინეს სუბიექტურობა საგარეო პოლიტიკაში, შევყურებთ სამადლოდ უკრაინელებს, როდის მოიგებენ ომს - სააკაშვილი

"ქართველ ხალხს დააკარგვინეს სუბიექტურობა საგარეო პოლიტიკაში, არავინ აღარაფერს გვეკითხება. შევყურებთ სამადლოდ უკრაინელებს, როდის მოიგებენ ომს", - ამ განცხადებას მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს აკეთებს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას საგარეო ასპარეზზე პასიურობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანი ქვეყნის წინა პლანზე წამოწევა არ არის. სააკაშვილის შეფასებით, საქართველო ახლა უკრაინას შეყურებს, რომ მოუგოს რუსეთს ომი, არადა, სააკაშვილის თქმით, პუტინის რუსეთი დაძაბულობის კერების გაზრდას ცდილობს. როგორც მესამე პრეზიდენტი ამბობს, საქართველო ასეთი დაუცველი არასდროს ყოფილა.

ქართველ ხალხს დააკარგვინეს სუბიექტურობა საგარეო პოლიტიკაში, არავინ აღარაფერს გვეკითხება. შევყურებთ სამადლოდ უკრაინელებს, როდის მოიგებენ ომს. გული გვისკდება, რომ ახალი ომი არ წარმოიქმნას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. რუსეთი გვიყურებს და გარანტირებულად აქვს საქართველოს ხელში ჩაგდება, ასეთი სუსტი და დაუცველი საქართველო არასდროს არ ყოფილა. პრაქტიკულად, მართლა ჩამოკიდებული ვართ იმაზე, რომ რუსეთმა ჩვენთვის არ მოიცალოს, სადაც დაკავებულია უკრაინაში.
ახლაა ის პერიოდი, რაც იყო დავით აღმაშენებლის დროს და 1990 წელს, როცა იმპერია დაიშლება. ეს იმპერია დაიშლება და აფხაზეთი დაბრუნდება საქართველოს ტერიტორიაში, სამაჩაბლოზე აღარაფერს ვამბობ, ამას ყველა ერთად გავაკეთებთ.

ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მშვიდობა. მე ხელისუფლება რატომ გადავეცი მშვიდობიანად, იმიტომ, რომ ეს იყო ქართველი ხალხის ნება და ქართველი ხალხი არის სუბიექტი. ამათ უნდათ, რომ ქართველი ხალხი სუბიექტი აღარ იყოს, ამათ უნდათ, რომ ხალხი იყოს ჩვეულებრივად ყიდვა-გაყიდვის, მოსყიდვის საგანი, გაგდების საგანი, რუსებით ჩანაცვლების საგანი," - ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები