მარტო მე კი არ ვარ პატიმრობაში, პრაქტიკულად, ჩვენი ხალხი არის პატიმრობაში - სააკაშვილი

27.10.23 14:14
მარტო მე კი არ ვარ პატიმრობაში, პრაქტიკულად, ჩვენი ხალხი არის პატიმრობაში - სააკაშვილი

„მარტო მე კი არ ვარ პატიმრობაში, პრაქტიკულად, ჩვენი ხალხი არის პატიმრობაში“, - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ერთიანობა უმნიშვნელოვანესია.

მე ვგრძნობ, რომ ჩვენი ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთიანობა კონკრეტულ საკითხებზე, ერთიანობა იმაში, რომ ეს არჩევნები არ უნდა მოიპარონ, ხალხი რომ არ გადიოდეს, ხალხი რახან არ უნდა გადიოდეს, აქ უნდა შევთავაზოთ ამისთვის, ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს. ჩემი წარმოდგენით საქართველო ეს არის ძლიერი საქართველო ძლიერ უკრაინასთან ერთად. 

ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მშვიდობა. მე ხელისუფლება რატომ გადავეცი მშვიდობიანად, იმიტომ, რომ ეს იყო ქართველი ხალხის ნება და ქართველი ხალხი არის სუბიექტი. ამათ უნდათ, რომ ქართველი ხალხი სუბიექტი აღარ იყოს, ამათ უნდათ, რომ ხალხი იყოს ჩვეულებრივად ყიდვა-გაყიდვის, მოსყიდვის საგანი, გაგდების საგანი, რუსებით ჩანაცვლების საგანი,“ - ამბობს სააკაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები