სადამდე უნდა იყოს ეს საბავშვო ბაღი - "დაყავი და იბატონე", ერთმანეთთან შეტევებს თავი დაანებეთ - სააკაშვილი ოპოზიციას
"ახლა დრო არის ოპოზიციური ძალების კოორდინაციის, ახალი ხალხის შემოსვლის და საზოგადოების გამზადების გადამწყვეტ გაბრძოლებისთვის," - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა და დისტანციურად ჩართვის დროს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართა.
როგორც მესამე პრეზიდენტი ამბობს, ახლა ერთიანობის დროა და არა ერთმანეთზე შეტევის. როგორც სააკაშვილი აცხადებს, "სხვისი თამაშია" ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა.
არჩევანი ქართველ ხალხს უკვე გაკეთებული აქვს. წინა სამი არჩევნები მთავრობამ უკვე წააგო და ახლა ოლიგარქმა გადაწყვიტა, რომ აღარ გარისკოს და ელექტრონულად დაიწეროს, არ უნდა მივცეთ ამის საშუალება. ამისთვის საჭიროა ერთმანეთთან ურთიერთობების გარკვევა კი არა, ყველას ჩართვა. მოვუწოდებ ყველას, ამ საქმეში იყოს კოორდინირებული და ერთმანეთთან შეტევებს დაანებონ თავი, იმიტომ, რომ ეს ხომ სხვისი თამაშია, სადამდე უნდა იყოს ეს საბავშვო ბაღი, რომ დაყავი და იბატონეს - პრიმიტიული ვარიანტი,“ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.