საქართველოს უკან დახევით და ჩემი გამომწყვდევით პუტინი დიდ სიამოვნებას იღებს - სააკაშვილი

27.10.23 14:24
საქართველოს უკან დახევით და ჩემი გამომწყვდევით პუტინი დიდ სიამოვნებას იღებს - სააკაშვილი

საქართველოს უკან დახევით და ჩემი გამომწყვდევით პუტინი დიდ სიამოვნებას იღებს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას ისაუბრა. მესამე პრეზიდენტმა საქართველოს ისტორიაში აღმავლობის პერიოდები გაიხსენა, ახსენა ვარდების რევოლუციაც, თუმცა მისი თქმით, მტერმა საქართველოს განვითარების შეჩერება დროებით მაინც მოახერხა. 

დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში, ამ ისტორიულ ქარტეხილზე, როდესაც წყდება ბედი საქართველოს სახელმწიფოებრიობის თუ საქართველო ჩაითვლება მონებში და გაქრება ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ისევე, როგორც ეს შეძლო დავით აღმაშენებელმა, როცა იჭრებოდა სელჩუკების იმპერიაზე, როცა ეს შეძლო ზვიად გამსახურდიამ, როცა იშლებოდა საბჭოთა კავშირი, შეძლო ცოტა ხნით ოღონდ, დავითისგან განსხვავებით, ჩვენ შევძელით ცოტა უფრო მეტი ხნით ვარდების რევოლუციის შემდეგ, მაგრამ შემდეგ მტერმა მაინც მოახერხა დროებით ჩვენი შეჩერება და უკან დახევა, ისევე, როგორც ჩემი აქ გამომწყვდევა და პუტინი ამით დიდ სიამოვნებას იღებს, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ მისი გამოსვლებიდან ამის შესახებ, - განაცხადა სააკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები