მგონი აღარ დარჩათ ბერკეტები - ყველა ტყუილი უკვე ითქვა, ყველა, ვინც დასაჭერი ჰყავდათ ჩემი ჩათვლით, დაიჭირეს - სააკაშვილი
"არის თუ არა რამე, რაც დაგვშლის და შეგვაფერხებს, მგონი აღარ დარჩათ ამათ ბერკეტები - ყველა ტყუილი უკვე ითქვა, ყველა, ვინც დასაჭერი ჰყავდათ ჩემი ჩათვლით, დაიჭირეს, საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია," - ამ სიტყვებით მიმართა მოსახლეობას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო სხდომიდან, სადაც დისტანციურად "ვივამედიდან" ერთვება.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ დაშინების, დაკავებების და საზოგადოებაზე გავლენის მოპოვების ყველა ბერკეტი უკვე გამოიყენა და ახალი აღარაფერი აქვთ. სააკაშვილი მოსახლეობას იმ საფრთხეს შეახსენებს, რაც ოკუპანტი ქვეყნიდან მომდინარებს, როგორც სააკაშვილი ამბობს, ცივილიზებული მსოფლიო ხედავს, რომ რუსეთის ინტერესია საქართველოს დამორჩილება.
არის თუ არა რამე, რაც დაგვშლის და შეგვაფერხებს, მგონი აღარ დარჩათ ამათ ბერკეტები - ყველა ტყუილი უკვე ითქვა, ყველა, ვინც დასაჭერი ჰყავდათ ჩემი ჩათვლით, დაიჭირეს, ვინც დასაშინებელი ჰყავდათ, შეეცადნენ დაეშინებინათ. საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. თუ ოდნავ მაინც მოიცალა რუსეთმა ორ წუთში გადასანსლავს საქართველოს, არ დაახამხამებს თვალს და ის რომ ეს აქვთ განზრახვაში, ამაში აღარავის ეპარება ეჭვი. ამიტომ ეს რომ არ მოხდეს, ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს ძალაუფლება და აიღოს თავის ხელში, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმიტომ, რომ განვითარების არ ქონის და „პრახადნოი დვორად“ ვაქციეთ ქვეყანა - ამ პირობებში, ძალიან დიდი საფრთხის წინაშე იმყოფება ჩვენი ქვეყანა, ამას გვერდიდან ვერ შევხედავდი,“ - ამბობს სააკაშვილი.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი: სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება