ლომისის ტაძარში შევიდნენ რუსი მესაზღვრეები და ხელისუფლება დაიმალა, თურმე ოკუპანტები ყოფილან თბილები და საყვარლები - მანჯგალაძე
ლომისის ტაძარში შევიდნენ რუსი მესაზღვრეები და ხელისუფლება დაიმალა, თურმე ოკუპანტები ყოფილან თბილები და საყვარლები - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, "თევდორე მღვდლის ადგილას ჯაღმაიძე რომ ყოფილიყო, შორი გზით კი არ წაიყვანდა და გზას კი არ აურევდა მტერს, პირდაპირ, მოკლე გზით თბილისზე წამოიყვანდა ალბათ".
„რისი ევროკავშირში შემყვანია “ქართული ოცნება”. გუშინწინ, აქვე ლომისის ტაძარში შევიდნენ რუსი მესაზღვრეები და ხელისუფლება დაიმალა.
გამოიყვანეს მღვდლები და ალაპარაკეს სისულელე, რომ თურმე ოკუპანტები ყოფილან თბილები და საყვარლები.
უფრო მეტიც, ჯაღმაიძემ თქვა , თითქოს ჩვენი ბრალი ყოფილა, გავაღიზიანეთ რუსები იმით, რომ ვიღაცას ქართულ სოფელ კირბალში აუფრიალებია საქართველოს დროშა.
ახლა უცებ მახსენდება, თევდორე მღვდლის ადგილას ჯაღმაიძე რომ ყოფილიყო, შორი გზით კი არ წაიყვანდა და გზას კი არ აურევდა მტერს, პირდაპირ, მოკლე გზით თბილისზე წამოიყვანდა ალბათ.
ამას ჰქვია პატრიოტიზმი და ქრისტიანობა? „ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი: სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება