ენმ-ს წევრებმა ზემო მლეთაში, წმ. გიორგის ლომისაზე, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა აღმართეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, ზემო მლეთაში, წმ. გიორგის ლომისაზე, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა აღმართეს. მისი თქმით, ყველა და პირველ რიგში, ხელისუფლება ვალდებულია, რომ საქართველოს თითოეული გოჯი მიწა დაიცვას.
ყველგან, სადაც საქართველოა ყოველთვის აღიმართება ხუთ ჯვრიანი დროშა. იმისთვის, რომ თითოეული გოჯი მიწა ყოფილიყო თავისუფალი, ჩვენმა წინაპრებმა, ანწუხელიძემ, შინდისის გმირებმა, მერაბ კოსტავამ, ზვიად გამსახურდიამ გაწირეს თავი, გაწირეს სიცოცხლე და ჩვენც, რა თქმა უნდა, ვართ ვალდებულები დავიცვათ ჩვენი მიწა, პირველ რიგში, კი საქართველოს მთავრობა არის ვალდებული, რომ ქართული დროშა იყოს აღმართული ყველგან, თითო გოჯი მიწა იყოს დაცული, თითოეული ქართველი მოქალაქე იყოს დაცული, ეს არის უპირველესი მოვალეობა სახელმწიფოსი და ყველაფერი დანარჩენი, რასაც დღეს აკეთებს ხელისუფლება არის კოლაბორაციონიზმი და ლაჩრობა, პრაგმატულად და მორალურად გაუმართლებელი ქმედება. მე ვარ ირაკლი ფავლენიშვილი, ვარ ერედვიდან, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც არის მეათე საუკუნის, არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ეს სოფელი, ფაქტობრივად, არის განადგურებული, თუმცა იმ წმინდა გიორგის ეკლესიაშიც დავბრუნდებით, ერედვშიც დავბრუნდებით, თითოეულ გოჯ მიწას დავიბრუნებთ და წმინდა გიორგის სახელობის ყველა ეკლესიაში, ყველგან აღევლინება ქართული წირვა-ლოცვა, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულის მდივნის იგორ ნარმანიას თქმით, საქართველოს სახელმწიფოებრიობას ყოველთვის დაიცავს მიუხედავად იმისა, გააკეთებს თუ არა ამას ხელისუფლება.
თითოეულ ქართველ კოლაბორაციონისტს უნდა ესმოდეს, რომ ვერავინ ვერ დაგვიშლის საქართველოს დროშის აღმართვას საქართველოს ვერცერთ ტერიტორიაზე, ამიტომ ეს კარგად უნდა გაიგოთ. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ქართულ სახელმწიფოებრიობას, გააკეთებს ამას ხელისუფლება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა მდივანმა, იგორ ნარმანიამ.