ძალადობა ტურისტებზე - ბრალდებული, პოლიციამ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყესთან დააკავა

27.10.23 15:25
ძალადობა ტურისტებზე - ბრალდებული, პოლიციამ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყესთან დააკავა

ტურისტი ქალების გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დაკავებული კაცი ბრალის წარდგენას ელოდება. 
პოლიციას 40 წლამდე მამაკაცის წინააღმდეგ მხოლოდ სავარაუდო მსხვერპლის ჩვენება აქვს. "პირველებმა" გაარკვია ამ საქმის სხვა დეტალებიც. როგორც გაირკვა, კაცი პოლიციამ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყესთან დააკავა. 

დადგინდა ისიც, რომ საქმეში ვერ ჩაიდება კამერების ჩანაწერები, რადგან შემთხვევის ადგილზე ვიდეო გადაღების კამერები არ არის დამონტაჟებული. ახლა გამოძიებისთვის მთავარი დასაყრდენი დაზარალებული ქალების ჩვენებებია.

ადვოკატის თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

გაუპატიურების მცდელობა და ძარცვა აქვს წაყენებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. გამოძიება გრძელდება.  

ჩვენი მოთხოვნა იყო ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენება, თუმცა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა". - ამობს ადვოკატი.

გაუპატიურების მცდელობას და ძარცვას საქართველოს მოქალაქე ტაქსის მძღოლს რუსი და კანადელი მოქალაქეები ედავებიან.

არსებული ცნობებით, ერთ შემთხვევაში 40 წლამდე მამაკაცმა ტურისტზე სექსუალური ძალადობა მთაწმინდაზე ხოლო მეორე შემთხვევაში კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სცადა, საიდანაც მოხდა მისი აყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალებს სავარაუდო დამნაშავემ მობილური ტელეფონი წაართვა და ფიზიკურ ძალადობაზე, გადავიდა. ასევე ადგილი ჰქონდა სექსუალური ძალადობის მცდელობასაც.

შსს-ს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 19-137-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძარცვასა და გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები