ვიცი, გეყოლებათ ისეთი მოწმეები, ვისაც პირდაპირი კავშირი აქვთ პუტინთან და ასეთი დაკითხვისას მეც სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, მოწმეების დაკითხვის პროცესში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ის ელის სასამართლოზე ისეთი მოწმეების გამოკითხვას, რომლებსაც პირდაპირ კავშირი აქვთ პუტინთან.
მე ვიცი, რომ თქვენ გეყოლებათ მოწმეები დასაკითხი, მათ შორის, ისეთი მოწმეები ვისაც პირდაპირი კავშირი აქვს რუსეთთან, პირდაპირი კავშირი აქვთ პუტინთან და ასეთი მოწმეების დაკითხვისას მეც სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას იმიტომ, რომ ყველაფერი რაც ხდება ჩემ თავს, ყველაფერი რაც ხდება საქართველოს თავს, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, ეს არის დიდი უსამართლობა ჩემი ხალხის მიმართ, დიდი უსამართლობა ყველაფერი იმის მიმართ, რაც საქართველომ დაიმსახურა ამხელა ბრძოლით. ამდენი ათწლეული ვიბრძვით იმისათვის, რომ ადამიანური ცხოვრება იყოს" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.