რატომ არ ახსენებს ივანიშვილს და რატომ არ იწყალებს სააკაშვილს? - მანჯგალაძის კითხვები პრეზიდენტს
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" თამაშს თამაშობს. ოპოზიციის წევრს აინტერესებს, რატომ არ ახსენებს პრეზიდენტი ივანიშვილს და ასევე, თუ სასამართლო სისტემას უნდობლობას უცხადებს, რატომ არ ათავისუფლებს პატიმრობიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტს.
ჩვენ გვეუბნებით, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ჩვენთან ერთად. არ არის ჩვენთან ერთად, სალომე ზურაბიშვილი არის „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. რატომ არ ახსენებს ივანიშვილს და კითხვები, თუ სასამართლო არ გვაქვს, რატომ არ იწყალებს სააკაშვილს? ეს ორი საკითხია. ამას როცა უპასუხებს, შევიცვლით პოზიციას, მანამდე ვილაპარაკებ ისე, როგორც ვსაუბრობ, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
ოპოზიციასთან მესამე სექტორთან და დიპლომატებთან საუბრის შემდეგ, პრეზიდენტი სამომავლო გეგმებზე, სავარაუდოდ, დღეს ალაპარაკდება. ასეთი შთაბეჭდილება დარჩათ ხელისუფლების ოპონენტებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. ამის მიუხედავად, დრომდე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ზურაბიშვილის საჯარო განცხადება არ დაუანონსებია.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი: სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება