პრეზიდენტს ვურჩევ, არ გახსნას კონსტიტუციის დარღვევის პანდორას ყუთი - პაპუაშვილი

27.10.23 15:30
პრეზიდენტს ვურჩევ, არ გახსნას კონსტიტუციის დარღვევის პანდორას ყუთი - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს ურჩევს, "არ გახსნას კონსტიტუციის დარღვევის პანდორას ყუთი". შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ამგვარი ქმედებები საქართველოს ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის. მისი თქმით, თუ ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევას განაგრძობს, ეს მისთვის დამაზიანებელი იქნება. 

ვურჩევ ყველა მის კეთილისმსურველს, რომ ურჩიონ მას, რომ არ გახსნას კონსტიტუციის დარღვევის პანდორას ყუთი. ეს არ წაადგება ჩვენს ქვეყანას, ეს არის პირდაპირ წინააღმდეგობაში ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და ჩვენი ხალხის ინტერესებისა, როდესაც ერთი კონსტიტუციური ორგანო სისტემატურად უკვე, განზრახ თუ დაიწყებს კონსტიტუციის დარღვევას, თავისთავად იქნება პრეცედენტი, რომლის გადალახვაც ძალიან რთული იქნება შემდეგ, - თქვა პაპუაშვილმა. 

ოპოზიციასთან მესამე სექტორთან და დიპლომატებთან საუბრის შემდეგ, პრეზიდენტი სამომავლო გეგმებზე, სავარაუდოდ, დღეს ალაპარაკდება. ასეთი შთაბეჭდილება დარჩათ ხელისუფლების ოპონენტებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. ამის მიუხედავად,  დრომდე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ზურაბიშვილის საჯარო განცხადება არ დაუანონსებია.

მსგავსი სიახლეები