ამ ბრძოლიდან ფეხის მოცვლას არსად ვაპირებ, 500 გისოსი რომ მიმამაგრონ, ხომ იცით, რომ ეს პირობითია - სააკაშვილი

27.10.23 15:30
ამ ბრძოლიდან ფეხის მოცვლას არსად ვაპირებ, 500 გისოსი რომ მიმამაგრონ, ხომ იცით, რომ ეს პირობითია - სააკაშვილი

"ამ ბრძოლიდან ფეხის მოცვლას არსად ვაპირებ. სადაც არ უნდა გადამსვან, გამომკეტონ, 500 გისოსი მიმამაგრონ, ხომ იცით, რომ ეს პირობითია," - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე 'ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვის დროს გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაში ის მონაწილეობას მიიღებს და ბოლომდე იბრძოლებს.

ამ ბრძოლაში ბოლომდე ვარ, ამ ბრძოლიდან ფეხის მოცვლას არსად ვაპირებ. სადაც არ უნდა გადამსვან, გამომკეტონ, 500 გისოსი მიმამაგრონ, ხომ იცით, რომ ეს პირობითია. საქართველო აუცილებლად გაითავისუფლებს თავს. აუცილებლად დადგება ფეხზე. შეძლებს ამ ყველაფრის გამოსწორებას“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები