რუსული Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით კვირაში 23 ავიარეისის განხორციელებას გეგმავს

27.10.23 15:32
რუსული Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით კვირაში 23 ავიარეისის განხორციელებას გეგმავს

რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოს ქალაქების მიმართულებით ფრენების გეოგრაფიას აფართოებს. ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დეკემბრიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტების მიმართულებით ფრენების რაოდენობა კვირაში 23 რეისი შესრულდება. ფრენები დაგეგმილია მოსკოვიდან, პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სამარიდან, ეკატერინბურგიდან, ჩელიაბინსკიდან და სოჭიდან.

  • მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი - კვირაში სამი რეისი;
  • მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი - კვირაში ხუთი რეისი;
  • სანქტ-პეტერბურგი–ქუთაისი–სანკტ-პეტერბურგი - კვირაში ერთი რეისი (2 დეკემბრიდან);
  • ყაზანი–ქუთაისი–ყაზანი — კვირაში ორი რეისი (3 დეკემბრიდან);
  • ეკატერინბურგი–ქუთაისი–ეკატერინბურგი — კვირაში ორი რეისი (3 დეკემბრიდან);
  • სანქტ-პეტერბურგი–თბილისი–სანკტ–პეტერბურგი – კვირაში ერთი რეისი (18 ნოემბრიდან);
  • ყაზანი–თბილისი–ყაზანი — კვირაში ორი რეისი (13 ნოემბრიდან);
  • სამარა–თბილისი–სამარა — კვირაში ერთი რეისი (16 ნოემბრიდან);
  • ეკატერინბურგი–თბილისი–ეკატერინბურგი — კვირაში ორი რეისი (16 ნოემბრიდან);
  • ჩელიაბინსკი–თბილისი–ჩელიაბინსკი — კვირაში ერთი რეისი (15 ნოემბრიდან);
  • სოჭი-თბილისი-სოჭი - კვირაში სამი რეისი.

Red Wings-ის გარდა, ავიაკომპანია „აზიმუტი“ საქართველოში ფრენებს ახორცილებს შემდეგი მიმართულებით: მოსკოვი–თბილისი–მოსკოვი (კვირაში 14 რეისი), სოჭი–თბილისი–სოჭი (ორი რეისი); მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი (ორი რეისი); მინვოდი -თბილისი–მინვოდი (სამი რეისი). ქართული ავიაკომპანია Georgian Airways თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით დაფრინავს (კვირაში 14 რეისი).

შესაბამისად, დეკემბერში რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საერთო რაოდენობამ შეიძლება კვირაში 58-ს მიაღწიოს.

საქართველოს ხელისუფლებას რუსეთიდან ახალი ფრენების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცეებია. 

მსგავსი სიახლეები