პრეზიდენტის მხრიდან ბერკეტების გამოუყენებლობა კითხვის ნიშნებს აჩენს - კირკიტაძე
ენმ- წევრი დავით კირკიტაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ყურად უნდა იღოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელზეც ევროპაში ვიზიტების დროს ესაუბრებიან. მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ბერკეტების გამოუყენებლობა კითხვის ნიშნებს აჩენს.
მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო ქმედითი, გადაედგა რეალური ნაბიჯები იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ის საუბრობს მუდმივად და აქ მნიშვნელოვანია როგორც მისი ვიზიტები საზღვარგარეთ, ასევე იმის განხორციელება, რასაც მას საზღვარგარეთ ვიზიტებზე ეუბნებიან, რაზეც რეკომენდაციებია მის მიმართ და ქვეყნის მიმართ გაცემული. ამის ბერკეტები მას აქვს ხელში, ნაწილობრივ, თუმცა მაინც აქვს და გამოუყენებლობა მისი მხრიდან ბერკეტების აჩენს კითხვის ნიშნებს ჩვენში, - ამბობს დავით კირკიტაძე.
ოპოზიციასთან მესამე სექტორთან და დიპლომატებთან საუბრის შემდეგ, პრეზიდენტი სამომავლო გეგმებზე, სავარაუდოდ, დღეს ალაპარაკდება. ასეთი შთაბეჭდილება დარჩათ ხელისუფლების ოპონენტებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. ამის მიუხედავად, ამ დრომდე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ზურაბიშვილის საჯარო განცხადება არ დაუანონსებია.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი: სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება