"ლეგიტიმაცია არ გაქვთ", "ხმას დაუწიე, სპექტაკლს ნუ მართავ," - დაპირისპირება ცესკოს თავმჯდომარეს და ლაშა ფარულავას შორის

27.10.23 16:11
"ლეგიტიმაცია არ გაქვთ", "ხმას დაუწიე, სპექტაკლს ნუ მართავ," - დაპირისპირება ცესკოს თავმჯდომარეს და ლაშა ფარულავას შორის

 

"ლეგიტიმაცია არ გაქვთ", "ხმას დაუწიე, სპექტაკლს ნუ მართავ," - ამ სიტყვებით ერთმანეთს ცესკოს თავმჯდომარე და ენმ-ის წევრი ლაშა ფარულავა დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება „ჰოლიდეი ინნ თბილისში” მოხდა, სადაც ცესკოს თავმჯდომარე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით 1 ოქტომბერს გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის შედეგების პრეზენტაციას მართავს.

ლაშა ფარულავამ ცესკოს თავმჯდომარეს განმარტებები სთხოვა, როგორ მოხდა აუდიტორის შერჩევა, რადგან როგორც ენმ-ის წევრი ამბობს, ელექტრონული არჩევნები გატესტეს და ისე შეარჩიეს აუდიტორი, რომ პროცესი გასაიდუმლოებული და დახურული იყო.

ჩვენ გვინდა გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. როგორი დაბალი სტანდარტითაც ხარ არჩეული, ისეთ არჩევნებს არ ჩაგატარებინებ, ასე არჩევნებს არ ჩაგატარებინებთ. თქვენ ლეგიტიმაცია არ გაქვთ," - მიმართა ლაშა ფარულავამ ცესკოს თავმჯდომარეს.

 

 

მსგავსი სიახლეები