თელ-ავივზე ორი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა - არიან დაშავებულები
თავდასხმა იყო ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივზე. "ჰამასმა" განაცხადა, რომ ისაა პასუხისმგებელი იერიშებზე. ორი შეტევა დაახლოებით ნახევარი საათის დაშორებით განხორციელდა. "ჰამასის" მტკიცებით, განაახლეს დაბომბვა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ "სიონისტების მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ".
გავრცელდა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს.
Footage shows the moment of the rocket impact in Tel Aviv pic.twitter.com/BnyWYeDRgd
— Emanuel (Mannie) Fabian (@manniefabian) October 27, 2023
მოგვიანებით თელ-ავივის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ორი ადამიანი დაშავდა ბინაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად. მან აღნიშნა, რომ პოლიციამ ჯერ ვერ შეძლო შენობაში შესვლა, რათა დარწმუნდეს, რომ სხვა არავინაა დაშავებული.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი: სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება