პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ აუდიტორული კომპანიის შერჩევის პროცესში არ ვიყავით ჩართულები - სიორიძე
რაზე აქვს პრეტენზია ოპოზიციას ცესკოს თავმჯდომარესთან და რომელ კომპანიასთან დაკავშირებით გამოხატეს პროტესტი - როგორც ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე გიორგი სიორიძე ამბობს, ცესკომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს არ მიაწოდა ინფორმაცია იმ აუდიტორ კომპანიაზე, რომელმაც აპარატების გამართულად მუშაობა უნდა შეამოწმოს.
ერთი არის კომპანია, რომელიც არის უკვე შერჩეული და არის პასუხისმგებელი თვითონ აპარატების გადმოცემაზე, შესყიდვა განხორციელდა უკვე და ასევე მის პროგრამულ უზრუნველყოფაზე.
მეორე კომპანია, რომელზეც გაპრობლემდა საკითხი, შეეხება აუდიტორულ კომპანიას, რომელმაც სწორედ ეს კომპანია Smartmatic - მისი პროგრამული უზრუნველყოფა და უსაფრთხოება უნდა შეამოწმოს. აქ აუდიტორულ კომპანიაზე იყო საუბარი და პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ აუდიტორული კომპანიის შერჩევის პროცესში არ ვიყავით ჩართულები,“ - ამბობს სიორიძე.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი: სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება