ვინ ემზადება არჩვენების გასაყალბებლად? - ჩხუბი და ქუჩური წესებით საქმის გარჩევა ცესკოს პრეზენტაციაზე

27.10.23 20:07
ვინ ემზადება არჩვენების გასაყალბებლად? - ჩხუბი და ქუჩური წესებით საქმის გარჩევა  ცესკოს პრეზენტაციაზე

 

 

ჩხუბი და ქუჩური წესებით საქმის გარჩევა - ცესკოს მიერ დაგეგმილი პრეზენტაცია დღეს ჩაშლის ზღვარზე იყო. ერთმანეთს ოპოზიციის წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ისე დაუპირისპირდნენ, რომ საქმე ლამის ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე მივიდა. პარალიზებული იყო სასტუმრო "ჰოლიდეინის" ცენტრალური დარბაზი.

გიორგი კალანდარიშვილს "ნაციონალური მოძრაობის" წევრისგან  ხალხის ძალის ლიდერები  სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი  და ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია იცავდნენ. 

ვინ ემზადება არჩვენების გასაყალბებლად? ოპოზიცია ცესკოს მიერ იმ აუდიტორის შერჩევას აპროტესტებს, რომელმაც მონიტორინგი ელექტრონული კენჭისყრის პროცესს უნდა გაუწიოს. მათი თქმით, კომპანიის შესახებ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციამ დამალა და ოპოზიცია პროცესიდან  ჩახსნა.

რატომ მოხდა ფარულად  აუდიტორული კომპანიიის შერჩევა? რას მალავს ცენტრალური საარჩევნო კომისია? ითხვებზე პასუხების მისაღებად მისულ ოპოზიციას ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უთხრა, რომ ასარევად იყვნენ მისულები.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები