დევნა პოლიტიკური ნიშნით შსს-ში - ქვეყნიდან გაქცეული ყოფილი პოლიციელი "პირველებთან" ალაპარაკდა

27.10.23 20:30
დევნა პოლიტიკური ნიშნით შსს-ში - ქვეყნიდან გაქცეული ყოფილი პოლიციელი "პირველებთან" ალაპარაკდა

 

 

როგორ დევნიან სამართალდამცველებს გომელაურის უწყებაში პოლიტიკური ნიშნით - ქვეყნიდან გაქცეული მოქმედი პოლიციელის აღიარება "პირველებთან".  6 წლიანი მუშაობის შემდეგ საბა ახალკაცი იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. ერთადაერთი მიზეზი კი გიგა მაქარაშვილთან ნათესაური კავშირია. პოლიციელი იხსენებს, რომ მისთვის უწყებაში ყველა კარი დახურული იყო. არ აწინაურებდნენ და მუდმივად მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იყო, ბოლო აკორდი კი მარტის აქციებზე დაკავებული ნადიმ ხმალაძის ფოტო გახდა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გომელაურის უწყებაში განგაში გამოცხადდა და ამის შემდეგ ახალგაზრდა პოლიციელისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. საბა ახალკაცი კუკიის სამმართველოში  გადაიყვანეს. ეს კი სამართლადამცველებისთვის სასჯელის ტოლფასია. ანუ ამ პოლიციაში გადაჰყავთ ყველა არასანდო სამართალდამცველი.  ეს კი ახლკაცისთვის სიგნალი იყო, რომ შესაძლოა, მალე რეპრესიების მსხვერპლი გამხდარიყო, ამიტომ პოლიციელმა იარაღი ჩააბარა და მეორე დღესვე ქვეყანა დატოვა.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები