როგორ უნდა ჩამოაშორონ ხელისუფლებას ივანიშვილის გუნდი - სააკაშვილი მოქმედებაზე გადადის

27.10.23 20:14
როგორ უნდა ჩამოაშორონ ხელისუფლებას ივანიშვილის გუნდი - სააკაშვილი მოქმედებაზე გადადის

 

 

წლების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს პირისპირ - რა ჩვენებებს მისცემენ სასამართლოს ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი და ირაკლი ოქრუაშვილი? სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვის პროცესში მონაწილეობას მესამე პრეზიდენტიც მიიღებს.  ყოფილი ჩინოვნიკები სააკაშვილის  წინააღმდეგ სხვადასხვა საქმეებზე პროკურატურის მოწმეები არიან. ჯერჯერობით უცნობია, სხდომათა დარბაზში მესამე პრეზიდენტის   წინაშე ერთ დროს მისი თანამებრძოლები გაიმეორებენ თუ არა იგივეს, რასაც წლების  წინ სასამართლოში ამტკიცებდნენ. 

მიხეილ სააკაშვილი კი  ოქმედებაზე გადადის. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი აანონსებს, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკის აქტიური ფიგურანტი იქნება. ასეთი ხანგრძლივი მიმართვა სააკაშვილს კლინიკიდან პირველად ჰქონდა. თითქმის ორი საათის განმავლობაში პატიმარმა პრეზიდენტმა ბევრი ისაუბრა "ქართული ოცნების" ხელისუფლების რუსული პოლიტიკის შესახებ, გაასაჯაროა გეგმა, რომელიც რუსების მიერ შეძენილი ქონების ემიგრანტებზე გადაცემას ითვალისწინებს, ოპოზიციას კი მიაწოდა პოლიტიკური რეცეპტი, როგორ უნდა ჩამოაშორონ მართვის სადავეებს ივანიშვილის გუნდი.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები