მოსკოვი, პეტერბურგი, ჩელიაბინსკი, სამარა, სოჭი - ავიარეისები რუსეთიდან საქართველოში რეკორდულად იზრდება
რეკორდული რაოდენობის ავიარეისები რუსეთ-საქართველოს შორის - მხოლოდ ერთი კომპანია "რენდ ვინგსი" კვირაში 23 რეისს შეასრულებს. დიდი ქალაქების შემდეგ ფრენები ახლა უკვე რუსეთის პერიფერიებიდანაც იქნება შესაძლებელი. ამას კი მხოლოდ ერთადერთი მიზანი აქვს: მაშინ, როდესაც ევროკავშირს რუსეთი ჩაკეტილი ჰყავს, იზოლაციაში მოქცეული რუსებისთვის ევროპაში ჩასასვლელად საქართველო დერეფანი ხდება. ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ჩამოსულმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმაც კი ირაკლი ღარიბაშვილს პირდაპირ უთხრა, რომ უკმაყოფილოა საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენით.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.