ვინ მოექცევა კიდევ სანქციებში? - ობრაიანის გზავნილებმა "ოცნება" გააბრაზა

27.10.23 20:24
ვინ მოექცევა კიდევ სანქციებში? - ობრაიანის გზავნილებმა "ოცნება" გააბრაზა

 

 

ვინ იქნება შემდეგი, ვინც სანქციების ქვეშ მოექცევა? - ამერიკული სანქციების ოფისის ხელმძღვანელის გზავნილებში ოპოზიციამ კონკრეტული ადრესატები ამოიკითხა. გაფრთხილება ვაშინგტონიდან მიღებულია.  თუ "ქართული ოცნება" რეფორმებზე უარს იტყვის, ფასი მინიოლიგარქებისთვის მძიმე იქნება. სანქციების ახალ პაკეტში, არ არის გამორიცხული, ახალი ქართული გვარები გაჩნდეს. ჯეიმს ობრაინის გზავნილებმა კი "ქართული ოცნება" წყობიდან გამოიყვანა. 

პასუხმაც არ დააყოვნა და ამერიკელი მაღალჩინოსანი მტრად გამოაცხადეს. სახელმწიფო დეპარტამენტის გავლენიან წარმომადგენელზე პირველი იერიში გია ვოლსკიმ მიიტანა. ყველაზე მტკივნეული "ოცნებისთვის" ობრაიანის განცხადების ის ნაწილი აღმოჩნდა, სადაც სანქციების ავტორი იმ ბიზნესმენებზე ამახვილებს ყურადღებას, ვინც ცდილობს ქვეყანა რუხ ზონად აქციოს. როგორც ჩანს, მოსამართლეებისა და ოთარ ფარცხალაძის შემდეგ რიგში ივანიშვილთან დაახლოებული მინიოლიგარქები დგანან.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები