"ოცნების" მიღმა დარჩენილი პრეზიდენტი ხელისუფლებისთვის საფრთხეა - ბესელია

27.10.23 19:49
"ოცნების" მიღმა დარჩენილი პრეზიდენტი ხელისუფლებისთვის საფრთხეა - ბესელია

"მათთვის საფრთხეა "ქართული ოცნების" მიღმა დარჩენილი პრეზიდენტი, რომელიც არ აპირებს იმოქმედოს იმ გრაფიკით და ტრაექტორიით, რასაც მმართველი პარტია უსაზღვრავს," - ეს განცხადება პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ "დღის ამბებთან" საუბრის დროს გააკეთა.

ეკა ბესელიას თქმით, პრეზიდენტს ამ ეტაპზე უფლება არ აქვს, რომ პარტია შექმნას, მაგრამ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი რას გადაწყვეტს, არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

ვიცნობ ამ ანატომიას და არ მიჭირს გამოვიცნო, როდის აქვთ ზედმეტად შეპარული საფრთხე. ეს მათი განცხადებებით და კომენტარებითაც გამოიხატება. ისინი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ცდილობენ, როგორმე მაქსიმალური სამართლებრივი ბერკეტები ჰქონდეთ, ამიტომ ყველაფერს, რაც შეიძლება იყოს მმართველი პარტიის კონტროლის მიმართ და პირველი პრეზიდენტია, რომელსაც ვერ უხერხებენ ვერაფერს, ვერ მოაქციეს მარწუხებში, ვერ აიძულეს, რომ გაჩუმებულიყო და გაჩერებულიყო, შესაბამისად ამაში საფრთხეს ხედავენ. მათთვის საფრთხეა "ქართული ოცნების" მიღმა დარჩენილი პრეზიდენტი, რომელიც არ აპირებს იმოქმედოს იმ გრაფიკით და ტრაექტორიით, რასაც მმართველი პარტია უსაზღვრავს - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

 

მსგავსი სიახლეები