მარტო ხათუნა სამნიძის სიტყვებში არ არის პრობლემა, პრობლემა ოპოზიციაშია - დეკანოიძე
ვინ უწყობს კანდიდატის სტატუს საბოტაჟს - "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის, ხათუნა სამნიძის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე ეხმაურება.
ხატია დეკანოიძე "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ მარტო ხათუნა სამნიძის სიტყვებში არ არის პრობლემა, პრობლემა ოპოზიციაშია.
დეპუტატის თქმით, ის პოზიცია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს, გაყიდული ადამიანის დამოკიდებულებაა.
ოპოზიციაში რომ დღეს ძალიან ბევრი პრობლემებია გასაგებია. ოპოზიციას "ქართული ოცნება" რომ საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებს, ამისი სერიოზული ნიშანწყალი არსებობს. მარტო ხათუნა სამნიძის სიტყვებში არ არის პრობლემა, პრობლემა ოპოზიციაშია - განაცხადა დეკანოიძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მმართველი პარტია პასუხისმგებელია იმ ჩავარდნებზე, რაც საქართველოს 2022 წელს ჰქონდა.
"ქართული ოცნება" არის პასუხისმგებელი იმ ჩავარდნაზე, რაც გვქონდა შარშან. არსებობს შანსი, რომ საქართველო გეოპოლიტიკური თვალსაზრისით გაფართოების ტალღაში აღმოჩნდეს, ასე თუ არ მოხდება, ჩვენ კოსოვოსთან ერთად ჩავრჩებით სამხრეთ კავკასიის პარადიგმაში.
არსებობს შიშები, რომ კანდიდატის სტატუსმა შესაძლოა, გააძლიეროს "ქართული ოცნება", ეს არაერთ პოლიტიკოს უთქვამს თქვენს ეთერშიც. ამაზე მიმდინარეობს დებატები. ეს ლეგიტიმური შიშია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიმსჯელოთ საქართველოსთვის, ვის და რას გააძლიერებს კანდიდატის სტატუსი? ის ჩვენ გაგვაძლიერებს, რადგან ამით რუსეთს დავშორდებით. ის პოზიცია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს, არის გაყიდული ადამიანის პოზიცია - აღნიშნა დეკანოიძემ.
„ძალიან მალე გახდება მათი ვინაობა ცნობილი,“ - ვინ ახდენს სტატუსის საბოტაჟს - „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე „რეაქციაში“ ამბობს, რომ ძალიან მალე გამოაშკარავდება იმ პოლიტიკოსების ვინაობა, ვინც ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების გადავადებას ითხოვს პარტნიორებთან.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი: სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება