ვინც თავს ესხმის ენმ-ს, მათ შორის, ნიკა მელია "ოცნების" საქმეს აკეთებს - ცისკარიშვილი
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება კვლავ გრძელდება - ენმ-ის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს ისევ აკრიტიკებს და ამბობს, რომ ნიკა მელია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლანძღვით "ქართული ოცნების" საქმეს აკეთებს.
ცისკარიშვილის თქმით, მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" დაზიანების მიზნით ყველაფერს აკეთებს.
ითქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი ოპოზიცია არისო, "ქართულმა ოცნებამ" ჩვენ მოგვაწება ეგ იარლიყი. მათ სურთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დააზიანონ. მაშინ, როდესაც შენ ქოცურ ნარატივს აყვები, ამით ვერაფერს ვერ მოიგებ. ყველა ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" თავს ესხმის და ლანძღავს უსაფუძვლოდ, მათ შორის, ნიკა მელია "ოცნების" საქმეს აკეთებს. თქვენ ეთერში ზის და "ნაციონალურ მოძრაობას" ლანძღავს - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი: სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება